ტრამპმა მომდევნო საარჩევნო კამპანიისთვის ფულის შეგროვება დაიწყო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მომდევნო საარჩევნო კამპანიისთვის ფულის შეგროვება დაიწყო. 2019 წლის პირველ კვარტალში მან 30 მილიონ დოლარზე მეტი შეაგროვა შემოწირულობის სახით – ორშაბათს, 15 აპრილს CNN-ზე დაყრდნობით “დოიჩე ველე” წერს. ტრამპის შტაბის კომუნიკაციების დირექტორის ხელმძღვანელის ტიმ მერტოს თქმით, თანხა, ამდაგვარად 40,8 მილიონ დოლარამდე გაიზარდა. რესპუბლიკურ პარტიასთან ერთად, დონალდ ტრამპის სამომავლო საარჩევნო კამპანიისთვის სულ 82 მილიონი დოლარია შეგროვებული. NBC News-ის ინფორმაციით, ტრამპი ერთადერთი პრეზიდენტია, რომელმაც ინაუგურაციის დამტავრებისთანავე დაიწყო თანხის შეგროვება ხელახალ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 2020 წელს გაიმართება.
2016 წლის მონაცემებით, დონალდ ტრამპმა საპრეზიდენტო მარათონში 429,5 მილიონი დოლარი დახარჯა, მისმა ოპონენტმა ჰილარი კლინტონმა კი – 897,7 მილიონი დოლარი.

banner
წინა სტატიაშიინგუშეთის პროტესტის ლიდერები ორი თვით დააპატიმრეს
შემდეგი სტატიაშრიფტების კონკურსი „ქართული – ა“ იწყება