ტრამპმა მის სამშვიდობო გეგმაზე დასათანხმებლად კიევს ვადად 27 ნოემბერი განუსაზღვრა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინას 27 ნოემბრამდე მისცა ვადა, რათა დათანხმდეს ამერიკული მხარის მიერ შეთავაზებულ „სამშვიდობო გეგმას“.

ამის შესახებ მან Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ბევრი ვადა მქონია, მაგრამ თუ ყველაფერი კარგად მიდის, ტენდენციაა, რომ ვადები გახანგრძლივდეს. თუმცა, ვფიქრობთ, რომ ხუთშაბათი შესაბამისი დროა“, – თქვა ტრამპმა.

მან საკითხზე, რომ უკრაინამ ტერიტორიების დათმობასთან დაკავშირებულ პუნქტებზე შესაძლოა შეშფოთება გამოთქვას, განაცხადა, რომ „ისინი ისედაც კარგავენ ტერიტორიებს“.

„მათ [უკრაინამ და რუსეთმა] ბოლო თვეში 25 000 ადამიანი დაკარგეს. ეს უკონტროლოა. ეს არის სისხლისღვრა“, – დაამატა მან.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის უკან ამერიკულმა მედიამ გამოაქვეყნა აშშ-ის ახალი სამშვიდობო გეგმის პუნქტების სრული სია, რომელიც განსახილველად უკრაინას გადაეცა.

გავრცელებული ინფორმაციით, გეგმა, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავს:

უკრაინის მიერ NATO-ში გაწევრიანებაზე უარის თქმას.

რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის, ლუგანსკისა და დონეცკის დე ფაქტო რუსულად აღიარებას.

ხერსონისა და ზაპოროჟიეს (ამჟამინდელი ფრონტის ხაზის გასწვრივ) რუსეთის კონტროლქვეშ აღიარებას.

banner
წინა სტატიაშინატახტარში ქართული ლუდი „რკონის“  ახალი საწარმო აშენდა – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
შემდეგი სტატიაAxios-ის კორესპონდენტი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული უსაფრთხოების გარანტიების პროექტის სრულ ტექსტს აქვეყნებს