ტრამპმა მეუღლის გადაწყვეტილებაზე, თეთრ სახლში გადასვლის გადადებასთან დაკავშირებით ისაუბრა

აშშ-ს ახლადრჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მეუღლე მელანია და მათი ათი წლის შვილი ბერონი, ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტთან ერთად თეთრ სახლში საცხოვრებლად არ გადავლენ – ტრამპმა ჟურნალისტებს უთხრა “სიენენი” ავრცელებს.
მან დააზუსტა, რომ გადასვლა მხოლოდ მას შემდეგ მოხდება, რაც ბიჭი ზემო ისტ-საიდში კერძო სკოლაში სწავლას დაასრულებს.
ადრე ამერიკული მედია წყაროზე დაყრდნობით მელანია ტრამპის შვილთან მჭიდრო კავშირზე საუბრობდა. “წინასაარჩევნო კამპანია ბერონისათვის ძალიან მძიმე იყო და მელანია ახლა შვილთან მეტი დროის გატარებას ცდილობს” – წერდა მედია.
მიმდინარე მომენტში ტრამპები ტრამპ-ტაუერში ცხოვრობენ.

აშშ-ს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: ჩვენ ვაფასებთ რუსეთის ეკლესიის მიერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ქართული ეკლესიის იურისდიქციის აღიარებას
შემდეგი სტატიაიაპონელი ჯარისკაცები 1945 წლიდან სამხედრო დავალებაზე პირველად გაუშვეს საზღვარგარეთ