ტრამპმა მექსიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის განკარგულებას ხელი მოაწერა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, მისი წინასაარჩევნო დაპირებისამებრ, მექიკის საზღვარზე კედლის მშენებლობის შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი. ის ისევ იმას იმეორებს, რომ კედლის თანხას მექსიკა გადაიხდის. ABC News-თან ინტერვიუში ტრამპმა თქვა, რომ მექსიკა “აბსოლუტურად, 100%-ით” აშშ-ს ხარჯებს აუნაზღაურებს. “ამ მოლაპარაკებებს ჩვენ ძალიან მალე დავიწყებთ. და ჩვენ რაიმე ფორმით მექსიკა ხარჯებს აგვინაზღაურებს” – განაცხადა ტრამპმა. “მე უბრალოდ, ვამბობ, რომ გადახდა მოხდება. ეს რაღაცა ფორმით იქნება. შესაძლებელია, რთული ფორმით, და ეს უნდა გავიგოთ. ის, რასაც ვაკეთებ, აშშ-ს კეთილდღეობისკენ არის მიმართული” – დაამატა ტრამპმა.
გასულ წელს მექსიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ისინი კედლის ხარჯების დაფარვას არ აპირებენ.

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის და დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებულმა რესპუბლიკებმა ერთმანეთს უვიზო რეჟიმი დაუწესეს
შემდეგი სტატიაარასამთავრობოები კონსტიტუციაში პროკურატურის დამოუკიდებლობის გარანტიების დაფიქსირებას ითხოვენ