ტრამპმა ლავროვთან, FBI-ს უფროსს ფსიქოპატი და შეშლილი უწოდა

New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს, FBI-ს ექსდირექტორ ჯეიმს კომის ფსიქოპატი და შეშლილი უწოდა.
,,მე ახლახან გავანთავისუფლე დაკავებული თანამდებობიდან FBI-ს დირექტორი. ის ფსიქოპატი და შეშლილი იყო.მე წავაწყდი საკმაოდ ძლიერ ზეწოლას რუსეთის გამო, თუმცა ამას ბოლო მოეღო,, ავრცელებს ტრამპის სიტყვების შინაარსს New York Times-ი, როემლიც ლავროვთან შეხვედრის იმ სტენოგრამიდან არის მოყვანილი, რომელიც გამოცემას ხელში ჩაუვარდა.
შეგახსენებთ ცოტა ხნით ადრე The Washington Post -მა სანდო წყაროზე დაყრდნობით ასევე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა ლავროვს ,,ისლამური სახელმწიფოს,, შესახებ საიდუმლო მასალები გააცნო, რითაც დაზვერვის ანონიმური წყაროები დარტყმის ქვეშ დააყენა.

banner
წინა სტატიაშიასტანაში საქართველოს მოქალაქეს ეძებენ
შემდეგი სტატიაახალი ვიდეო: თურქეთის პრეზიდენტი ვაშინგტონში საელჩოს წინ მომიტინგეთა დარბევას უყურებდა