18.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ტრამპმა კუბის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი

„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კუბის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი.

ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, სანქციები მიმართულია იმ პირების, ორგანიზაციებისა და მათთან დაკავშირებული სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც მხარს უჭერენ კუბის მთავრობის უსაფრთხოების სტრუქტურებს, ასევე მონაწილეობენ კორუფციაში ან ადამიანის უფლებების სერიოზულ დარღვევებში.

გარდა ამისა, ბრძანება ითვალისწინებს მეორადი სანქციების შესაძლებლობას მათთვის, ვინც სანქცირებულ პირებთან გარიგებებს განახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირიდან აშშ-ში შემავალ ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებზე ტარიფებს 25%-მდე გაზრდის
შემდეგი სტატიასააკაშვილი: გამაკვირვა TV-თი ერთი მძღოლის ხვეწნა-ნარევმა ტონმა… სადღა გაქვთ სახელმწიფო? ეს ტერორის ინსტრუმენტია!