ტრამპმა კლინტონთან ტელედებატებში თავი გამარჯვებულად გამოაცხადა

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა რესპუბლიკური პარტიიდან დონალდ ტრამპმა, “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ საზოგადოებრივი აზრის კვლევის მიხედვით, მისი გამოსვლა დემოკრატ ჰილარი კლინტონთან ტელედებატებში, შესანიშნავი იყო.
თავისი სიტყვების დასამტკიცებლად მილიარდელმა მედიის გამოკითხვის შედეგები მოიყვანა. ჟურნალი Time-ის ცნობით, ამერიკელების 59% ტრამპს თვლის გამარჯვებულად, 41% დარწმუნებულია, რომ დებატებში უფრო დამაჯერებელი იყო ჰილარი კლინტონი. CNBC და Drudge Report-ის აზრით, ტრამპმა დებატებში ამერიკელების 61% და 80% მხარდამჭერა მიიღო.

ამასთანავე, ტრამპმა დაამატა, რომ “სიენენის” გამოკითხვის შედეგები არ უნახავს, რომლის მაყურებლები, ძირითადად, დემოკარტები არიან.
“სიენენის” მონაცემებით, ჰილარი კლინტონის გამოსვლა მაყურებლების 62%-ს მოეწონა, ტრამპის კი 27%-ს.
გუშინ გამართულ დებატებში, კანდიდატები ისეთ თემებს შეეხნენ, როგორიც არის ეროვნული ეკონომიკა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, უსაფრთხოება, იარაღი, აშშ-ს ატომური შეიარაღება და სხვა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე შესაბამის უწყებებს მიმართავს, შეისაწავლონ აუდიოჩანაწერის ავთენტურობა და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები
შემდეგი სტატია“ოცნების“ შიდა კვლევით წალენჯიხა-ჩხოროწყუში არჩევნებს „ნაციონალების“ კანდიდატი იგებს