ტრამპმა კიმ ჩენ ინს საკუთარი მობილურის ნომერი მისცა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს პირადი ტელეფონის ნომერი მისცა – მან ამის შესახებ ვაშინგტონში ჟურნალისტებს განუცხადა – Reuters-ი წერს. ტრამპის თქმით, მან ეს გააკეთა იმიტომ, რომ კიმს პირდაპირ აშშ-ს პრეზიდენტთან შეეძლოს დაკავშირება. “ახლა მას შეუძლია დამირეკოს, თუკი რაიმე პრობლემა ექნება, მე კი შემიძლია მას დავურეკო” – განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ 17 ივნისს კიმ ჩენ ინთან დარეკვას აპირებს.

მაისში Politico-მ გამოაქვეყნა, რომ აშშ-ს პრეზიდენტი სარგებლობს ტელეფონით, რომელსაც დაცვის თანამედროვე მექანიზმები არა გააჩნია. ერთი წლის წინ ცნობილი გახდა, რომ დონალდ ტრამპმა მსოფლიო ლიდერებს პირადი ნომერი დაურიგა და მათ სთხოვა პირდაპირ მას დაურეკონ.

banner
წინა სტატიაშიმარიხუანას პლანტატორებმა ვულკანის ამოფრქვევის გამო ევაკუაციაზე უარი თქვეს
შემდეგი სტატიაზახაროვამ რუსოფობიის მაგალითად ტეტჩერის არარსებული ციტატა გაიხსენა