ტრამპმა კიმ ჩენ ინს ელტონ ჯონის “ადამიანი-რაკეტა” გაუგზავნა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს დისკი გაუგზავნა, სადაც ელტონ ჯონის სიმღერა “ადამიანი-რაკეტა” (Rocket Man) წერია – კორეული გამოცემა The Chosun Ilbo წერს. გამოცემის ვაშინგტონელი წყაროს ცნობით, ტრამპმა და კიმმა სიმღერაზე სინგაპურში შეხვედრისას ისაუბრეს. კიმმა გაიხსენა, რომ მას ტრამპმა “ადამიანი-რაკეტა” შეარქვა, მაშინ ტრამპმა კითხა ჩრდილოეთ კორეელ ლიდერს, იცის თუ არა მან ელტონ ჯონის ამავე სახელწოდების სიმღერა, რაზეც უარი მიიღო.

დონალდ ტრამპმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს სთხოვა კიმ ჩენ ინს დისკი გადასცეს, როცა ის ჩრდილოეთ კორეაში იქნება.
Rocket Man-ი ელტონ ჯონმა 1972 წელს დაწერა. 2004 წელს სიმღერა ჟურნალმა Rolling Stone “ყველა დროის 500 საუკეთესო სიმღერაში” შეიტანა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი – ველით, რომ ნატო-ს სამიტზე მივაღწევთ საქართველოს პროგრესის შესაბამის აღიარებას და მნიშვნელოვან ნაბიჯს წინ, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე
შემდეგი სტატია“პანამური დოკუმენტების” საქმის გამო პაკისტანის ყოფილ პრემიერს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს