ტრამპმა კიმ ჩენ ინისგან “ძალიან თბილი” წერილი მიიღო

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სამშაბათს განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან კიმ ჩენ ინისგან წერილი მიიღო. მან ინთან მიმოწერას “შესანიშნავი” და “ძალიან თბილი” უწოდა. მან აღნიშნა, რომ ფხენიანში, მისი აზრით, რაღაც პოზიტიური ხდება, თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია. ამერიკული მედიის თანახმად, ტრამპსა და ინს შორის მესამე სამიტი შესაძლებელია შედგეს და ის დამოკიდებულია ფხენიანის ნებაზე.

აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების შეხვედრა ვიეტნამში 27-28 თებერვალს შედგა. ტრამპს და ინს ერთობლივი გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ერთობლივ დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ. პირველი შეხვედრა სინგაპურში ერთი წლის წინ იყო.

banner
წინა სტატიაშირუსეთი თურქეთს С-400-ებს უკვე ივლისში მიაწვდის
შემდეგი სტატიადღეიდან ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა ელექტრონული რეგისტრაცია დაიწყება