ტრამპმა გრენლანდიის ყიდვის სურვილი დაადასტურა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ მას გრენლანდიის ყიდვა სურს.

“ეს ის არის, რაზეც ვისაუბრეთ. არის ასეთი იდეა და მე ვთქვი, რომ სტრატეგიული კუთხით ის საინტერესოა ჩვენთვის” -ამის შესახებ ტრამპმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ტრამპმა, ასევე, აღნიშნა, რომ თავდაპირველად, დანიასთან “მცირეოდენი მოლაპარაკებებია გასამართავი”.

შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა აშშ-ს გრენლანდიის სანაცვლოდ საკუთარი რომელიმე რეგიონი დათმოს, ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხა, რომ ბევრი ვარიანტია შესაძლებელი. “თავისი არსით, ეს მსხვილი უძრავი ქონების ყიდვის შესახებ შეთანხმება იქნება” – განაცხადა ტრამპმა – წერს “დოიჩე ველე”.

გასულ კვირას The Wall Street Journal-მა საკუთარ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტრამპს დანიისგან გრენლანდიის ყიდვა სურს. მაშინ გრენლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ გრენლანდია არ იყიდება. დანიის პრემიერმა მეტე ფრედერიკსენმა კი იმედი გამოთქვა, რომ ტრამპმა იხუმრა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილის შვილს ადმინისტრაციული სახდელი დაეკისრა
შემდეგი სტატიაისლანდიაში კლიმატის ცვლილების გამო ერთი მყინვარი გაქრა