ტრამპმა გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტი აღიარა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გოლანის ტერიტორია ისარელის კუთვნილებად გამოაცხადა. პრემიერ-მინისტრ ბინიამინ ნეთანიახუმ მას მადლობა გადაუხადა ამ ნაბიჯის გამო. გაეროს უშიშროების საბჭო ამ რაიონზე ისრაელის ხელისუფლებას არ აღიარებს. “ეს ათეულობით წლების უკან უნდა მომხდარიყო” – დონალდ ტრამპმა თქვა. მან შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა და განაცხადა, რომ ისრაელმა ეს ტერიტორია საკუთარი ქვეყნის დაცვის დროს ომში დაისაკუთრა.

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, რომ არაბულმა ქვეყნებმა, თურქეთმა და რუსეთმა ტრამპის გეგმა, გოლანის მაღლობები ისრაელის სუვერენიტეტის ქვეშ აღიაროს, დაგმეს. “გადახედეთ ამ მცდარ სიტუაციას და ღრმად დაფიქრდით სწრაფ და გრძელვადიან შედეგებზე. გოლანის მაღლობებზე ისრაელის სუვერენიტეტის ნებისმიერი აღიარებას, აშშ-ს პოზიციებზე არაბულ-ისრაელის კონფლიქტზე ზოგადად, განსაკუთრებით, პალესტინის საკითხში აშშ-ს ადმინისტრაციის უზარმაზარი შეცდომების ფონზე, სერიოზული შედეგები მოყვება” – არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივნმა აჰმედ აბდულ ჰეიტის თქვა.

სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გოლანის მაღლობები ათეულობით წელია ახლო აღმოსავლეთში დავის საგანია. ისრაელმა 1967 წლის ომის დროს ამ რეგიონის ნაწილი მიითვისა, 1981 წელს კი მისი ანექსია მოახდინა. საერთაშორისო სამართლით, გალანის მაღლობები სირიის ტერიტორიას ეკუთვნის, რომელიც ისრაელის ოკუპაციის ქვეშ არის.

banner
წინა სტატიაშისაპენსიო სააგენტოში საინვესტიციო საბჭოს წევრთა ხელფასებთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებენ
შემდეგი სტატიაგულნარა გაბელიას მორიგი წარმატება – ამჯერად აზიურ ტურნირზე