ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-ს ბირთვულ არსენალს გააძლიერებს

აშშ ბირთვული არსენალის გაძლიერებას აპირებს – ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 ოქტომბერს განაცხადა. ბირთვული რეზერვის გაზრდა მანამდე გაგრძელდება, სანამ სხვა ქვეყნები “აზრზე არ მოვლენ” – ხაგზასმით თქვა პრეზიდენტმა. ეს სიტყვები, სხვათა შორის, რუსეთს და ჩინეთსაც ეხება – აღნიშნა ტრამპმა – “დოიჩე ველე” წერს.
იმავე დღეს, აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ტრამპის მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა მოსკოვში რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივანთან ნიკოლაი პეტრუშოვთან გამართა შეხვედრა. მხარეებმა განიხილეს შეიარაღების შესახებ კონვენციები და შეთანხმებები, კერძოდ, შეთანხმება საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ და სხვა.

19 ოქტომბერს The New York Times-ს საკუშარმა წყაროებმა აცნობეს, რომ ტრამპი მიმდინარე კვირას “საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას” დატოვებს იმიტომ, რომ “მოსკოვი შეთანხმებას არ იცავს”, ამავე დროს, “შეთანხმებაში ჩართული უნდა იყოს ჩინეთი” – თვლის ტრამპი.

“საშუალო და ახლო მანძილის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ შეთანხმებას” 1987 წელს ხელი მოაწერეს მიხეილ გორბაჩოვმა და რონალდ რეიგანმა. ის აშშ-ს და რუსეთს უკრძალავს ბალისტიკური და ფრთიანი ბირთვული რაკეტების წარმოებას, რომელთა მოქმედების მანძილი 500-დან 5500 კმ-მდეა.

banner
წინა სტატიაში“ბენეტონის” ერთ-ერთი დამფუძნებელი გარდაიცვალა
შემდეგი სტატია“თეა წულუკიანი საერთაშორისო ფორუმზე ჭორაობს” – გიგაურის პასუხი მინისტრს