11.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, მაისი 13, 2026
banner

ტრამპმა გამოაცხადა, რომ ევროკავშირიდან აშშ-ში შემავალ ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებზე ტარიფებს 25%-მდე გაზრდის

EU-დან შემომავალ ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებზე ტარიფები 25%-მდე გაიზრდება, – აცხადებს აშშ-ს პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.

ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს. მისივე თქმით, თუ ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებს აშშ-ს ქარხნებში აწარმოებენ, ტარიფი არ იქნება.

“მოხარული ვარ, გამოვაცხადო, იმ ფაქტის საფუძველზე, რომ ევროკავშირი ჩვენს სრულად შეთანხმებულ სავაჭრო შეთანხმებას არ ემორჩილება, მომდევნო კვირას ევროკავშირიდან აშშ-ში შემომავალ ავტომანქანებსა და სატვირთო მანქანებზე დაწესებულ ტარიფებს გავზრდი. ტარიფი 25%-მდე გაიზრდება. სრულიად გაგებულია და შეთანხმებულია, რომ თუ ისინი ავტომობილებსა და სატვირთო მანქანებს აშშ-ს ქარხნებში აწარმოებენ, ტარიფი არ იქნება.

ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების მრავალი საწარმო ამჟამად შენდება, 100 მილიარდ დოლარზე მეტი არის ინვესტირებული, რაც ავტომობილებისა და სატვირთო მანქანების წარმოების ისტორიაში რეკორდია. ეს საწარმოები, სადაც ამერიკელი მშრომელები იმუშავებენ, მალე გაიხსნება. არასდროს არ ყოფილა რაიმე იმის მსგავსი, რაც დღეს ამერიკაში ხდება!” – წერს ტრამპი.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიატრამპმა კუბის მთავრობის წინააღმდეგ სანქციების გაფართოების შესახებ განკარგულებას მოაწერა ხელი