ტრამპმა ევროკომისიის ხელმძღვანელს “სასიამოვნო ბატონი” უწოდა და ის ტუსკში შეეშალა

აშშ-ს არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაზეთ “ბილდთან” ინტერვიუში ევროსაბჭოს წარმომადგენელი დონალდ ტუსკი ევროკომისიის ხელმძღვანელ ჟან-კლოდ იუნკერთან აერია – დღეს გერმანული “Die Welt” ავრცელებს.
“ევროსაბჭოს ხელმძღვანელს ვესაუბრე. დამირეკა ძალიან სასიამოვნო ბატონმა” – პოლიტიკოსმა ტაბლოიდ “ბილდს” განუცხადა. ჟურნალისტმა ტრამპთან დააზუსტა, საუბარია თუ არა იუნკერზე. “დიახ, დამირეკა, რომ არჩევნებზე გამარჯვება მოელოცა” – განაცხადა ტრამპმა.
როგორც “Die Welt” აღნიშნავს, დონალდ ტრამპს იუნკერთან სატელეფნო საუბარი არ ჰქონია. ტრამპს ტელეფონით დონალდ ტუსკი ესაუბრა.

დონალდ ტრამპის ინაუგურაცია 20 იანვარს გამართება.

banner
წინა სტატიაში“ბიბისი” “შერლოკის” ეპიზოდის რუსეთში გამოქვეყნების გამო გამოძიებას იწყებს
შემდეგი სტატიაპრემიერ-მინისტრი ესპანეთსა და შვეიცარიას ეწვევა