21.8 C
Tbilisi
პარასკევი, მაისი 15, 2026
banner

ტრამპმა და პუტინმა ტელეფონით ისაუბრეს

რუსეთის პრეზიდენტის მრჩეველი, იური უშაკოვი ავრცელებს ინფორმაციას, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სატელეფონო საუბარი გამართეს.

“დონალდ ტრამპს სჯერა, რომ შეთანხმება, რომელიც დაასრულებდა უკრაინაში კონფლიქტს, უკვე ახლოსაა”, – განაცხადა უშაკოვმა.

უშაკოვის თქმით, ტრამპის თხოვნით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა აღწერა არსებული ვითარება და თქვა, რომ „ჩვენი ჯარები ინარჩუნებენ სტრატეგიულ ინიციატივას და უკან ხევენ მტრის პოზიციებს“.

უშაკოვის განცხადებით, ვლადიმერ პუტინსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი 90 წუთზე მეტხანს გაგრძელდა.

„პრეზიდენტების საუბარი მეგობრული, გულწრფელი და საქმიანი იყო“, – აღნიშნა მან.

banner
წინა სტატიაშითაზო დათუნაშვილი მიხეილ სარჯველაძეზე: ქართული ოცნების” სტანდარტისთვისაც გამაოცებელია”, რასაც მიხეილ სარჯველაძე “კადრულობს”
შემდეგი სტატიასაწვავის კრიზისის გამო, ავიაკომპანიები აშშ-ის მთავრობას დახმარებას სთხოვენ