ტრამპმა ჩინეთთან სავაჭრო ომისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 22 მარტს ხელი მოაწერა დადგენილებას, რომელიც ვაშინგტონს საშუალებას აძლევს ჩინეთიდან იმპორტირებულ საქონელზე, რომლის სრული მოცულობა წელიწადში 60 მილიარდ დოლარს შეადგენს, გადასახადები დააწესონ.
დოკუმენტი ისეა შედგენილი, რომ გადასახადების დაწესება გრძელვადიანი კონსულტაციების შემდეგ არის შესაძლებელი, რაც კანონმდებლებს და ლობისტებს იმის საშუალებას მისცემს, რომ 1300 დასახელების ნივთის სია, რომელიც მიმდინარე მომენტში გადასახადებს ექვემდებარება, შეამცირონ.

თეთრი სახლის მეთაურმა თქვა, რომ ჩინურ მხარესთან შეხვედრაზე აღნიშნულ პრობლემაზე ისაუბრა. ამერიკელი ლიდერის თქმით, აშშ-სა და ჩინეთის სავაჭრო ბალანსის დეფიციტი 375 მილიარდ დოლარს შეადგენს. გარდა ამისა, ვაშინგტონი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სახელზე საჩივარის მომზადებას აპირებს ჩინეთის მხრიდან ინტელექტუალური საკუთრების შესახებ კანონის დარღვევის შესახებ.
ოფიციალურ პეკინს, აღნიშნული სიტუაციაზე, ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშიინტერნეტ საშუალებებით, სოციალურ ქსელში გავრცელებულ მუქარის შემცველ თითოეულ ფაქტზე, შსს–ს რეაგირება მყისიერი, ადეკვატური და კანონიერი იქნება
შემდეგი სტატიააშშ ევროკავშირს ფოლადის გადასახადისგან დროებით გაანთავისუფლებს