ტრამპმა ჩინეთს კონგრესის არჩევნებში ჩარევის მცდელობაში დასდო ბრალი

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს კონგრესის შუალედურ არჩევნებში ჩარევის სურვილში დასდო ბრალი, რომელიც 6 ნოემბერს არის დაგეგმილი – 26 სექტემბერს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე თქვა, რომელიც ტრამპის თავმჯდომარეობით მიდიოდა.
“ჩინეთი შეეცადა და ცდილობს 2018 წლის უახლოეს არჩევნებში ჩაერიოს, რომელიც ნოემბერში იქნება. ჩემი ადმინისტრაციის საწინააღმდეგოდ” – თქვა ტრამპმა. ამავე დროს, მას განცხადების დამადასტურებელი მაგალითები არ მოუყვანია. ოფიციალურ ჩინეთს ბრალდებაზე, ჯერჯერობით, პასუხი არ გაუცია.

კონგრესის შუალედური არჩევნები გადაწყვეტს წარმომადგენლობით პალატას და სენატს გააკონტროლებს თუ არა რესპუბლიკური პარტია.
ტრამპს სხდომაზე არც ერთხელ უხსენებია 2016 წელს რუსეთის მიერ არჩევნებში ჩარევის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიPussy Riot-ის წევრი საკუთარ მოწამვლას აფრიკაში სამი რუსი ჟურნალისტის მოკვლას უკავშირებს
შემდეგი სტატიატრამპმა ვენესუელის პრეზიდენტთან შეხვედრაზე მზაობა გამოთქვა