აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებზე კომენტარი გააკეთა – Reuters-ი წერს.
ტრამპის თქმით, რომელიც ახლა შოტლანდიაში იმყოფება, ბრიტანელებმა, რომლემბაც ხმა ევროკავშირის დატოვებას მისცეს, “საკუთარ ქვეყანაზე კონტროლი დაიბრუნეს”.
რეფერენდუმამდე მან თქვა, რომ ის რომ იყოს ბრიტანეთის მოქალაქე, ის ხმას გაერთიანების დატოვებას მისცემდა.
შეგხსენებთ, რომ გუშინ ბრიტანეთში გამართულ რეფერენდუმზე ევროკავშირიდან გასვლას 17 410 742 ადამიანმა მისცა ხმა, რაც ამომრჩეველთა 51,9%-ია. წინააღმდეგ გამოვიდა 16 141 241 ადამიანი, რაც 48,1%-ია.
აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნები 8 ნოემბერს გაიმართება.