ტრამპმა Boeing Max 8-ის და Max 9-ის ფრენები შეაჩერა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 13 მარტს გაავრცელა, რომ ხელი მოაწერა Boeing Max 8 და Max 9-ების ექსპლოატაციის შეჩერების შესახებ განკარგულებას. მან აღნიშნა, რომ შეერთებული შტატების ფედერალური საავიაციო სააგენტო მოკლე ვადებში გაავრცელებს შესაბამის განცხადებას.

პრეზიდენტის თქმით, ყველა თვითმფრინავი, რომლებიც ახლა რეისებს აკეთებენ, მისი დასრულების შემდეგ დაკონსერვდება. გადაწყვეტილების შესახებ მფრინავებმა მიიღეს ინფორმაცია. ტრამპის თქმით, ამერიკელების უსაფრთხოება მისთვის პრიორიტეტია.

კვირას, 10 მარტს “ეთიოპიის ავიახაზების” თვითმფრინავი Boeing 737 Max 8, რომლის ბორტზეც 35 ქვეყნის 157 მოქალაქე იმყოფებოდა, აფრენიდან 6 წუთში ჩამოვარდა.
იგივე მოხდა 2018 წლის ოქტომბერში ინდონეზიაში. Boeing 737 Max 8 აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. მის ბორტზე 189 ადამიანი იმყოფებოდა.
New York Times-ის ინფორმაციით, აშშ-ში გასულ წელს, მინიმუმ ორი პილოტი ჩიოდა ამ საფრენი აპარატების მართვის სისტემაზე.

Boeing 737 Max 8 და Boeing 737 Max 9-ს აქსპლოატაციიდან ამოღების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს ჩინეთმა, ეთიოპიამ, თურქეთმა, ინდონეზიამ, ევროკავშირმა, ავსტრალიამ.

ამავე დროს, აშშ და კანადა აცხადებდნენ, რომ განაგრძობენ მათ გამოყენებას, თუმცა, პროფკავშირები და სენატორები ამის წინააღმდეგ გამოდიოდნენ.
აშშ-ს ფედერალურმა საავიაციო სამმართველომ დაასკვნა, რომ თვითმფრინავებს სისტემური პრობლემა არა აქვთ, ამიტომ, სამმართველოს განცხადებით, მისი აკრძალვის აუცილებლობის საჭიროება არ იყო.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა Boeing-ის ორი ტიპისთვის საჰაერო სივრცე დახურა
შემდეგი სტატიაზეწოლა მედიაზე, ნდობადაკარგული სასამართლო, კორუფცია, წამება ციხეებში და მკვლელობა – აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში საქართველოზე