ტრამპმა ატომური შეთანხმებიდან გასვლის შესახებ განაცხადა

დონალდ ტრამპმა ირანის ატომური პროგრამიდან აშშ-ს გასვლის შესახებ განაცხადა. მან ფინანსთა სამინისტროს დაავალა უახლოეს პერიოდში აღადგინოს თეირანის მიმართ სანქციების. შეთანხმება, რომელიც ცნობილია, როგორც ერთობლივო მოქმედების ყოვლისმომცველი გეგმა, 2015 წელს დაიდო ბარაკ ობამას ადმინისტრაციისას. მას ირანის გარდა ხელი მოაწერეს ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, გერმანიამ, ევროკავშირმა, რუსეთმა და ჩინეთმა.

თეთრ სახლში გამოსვლისას დონალდ ტრამპმა შეთანხმებას “დამამცირებელი და დამპალი სტრუქტურა” უწოდა, რომელსაც არ შეუძლია შეაჩეროს ირანში ატომური იარაღის ქონა. “ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც ირანს ეხმარება მის სწრაფვაში, ატომური იარაღი შეიძინოს, ასევე აშშ-ს უმკაცრეს სანქციებს დაექვემდებარება” – დაამატა დონალდ ტრამპმა.

 

ატომური შეთანხმება საფრთხის ქვეშ არის: ტრამპის ახირება?

 

 

banner
წინა სტატიაში“იყავი საუკეთესო”: მელანია ტრამპმა ბავშვების დახმარების პროგრამა დაიწყო
შემდეგი სტატიავახტანგ ყოლბაიამ და კომპანია „კარფურის“ წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს