ტრამპმა აშშ-ს საზღვრები შვეიცარიულ ყველს შეადარა

აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა და მილიარდელმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს საზღვრები შვეიცარიულ ყველს შეადარა, საიდანაც არალეგალები შედიან – ამის შესახებ მან ტეხასის შტატის ქალაქ ჰიუსტონში გამართულ დებატებზე თქვა – “ეიბისი ნიუსი” ავრცელებს.
“მინიმუმ 11 მილიონი ადამიანი შემოვიდა ქვეყანაში არალეგალურად” – განაცხადა მან და კიდევ ერთხელ დადო კედლის აშენების პირობა, რომელიც ქვეყანას მექსიკის მხრიდან არალეგალური მიგრაციისგან დაიცავს.
ასევე, მისი თქმით, რაც უფრო მეტი მექსიკელი გააკრტიკებს კედელს, მით მაღალი აშენდება ის – “კედელი ამ წამს ათი ფუნტით (0,5 მეტრი) მაღალი გახდა” – თქვა ტრამპმა და მექსიკის ყოფილი პრეზიდენტის ვისენტ ფოქსისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა, რომელმაც კედლის იდეის შესახებ საუბრისას უცენზურო სიტყვები გამოიყენა და ტრამპს “არანორმალური ეგოცენტრიკი” უწოდა.

banner
წინა სტატიაშინეპალის მთაზე ორ დღეში ორი სამგზავრო თვითმფრინავი ჩამოვარდა
შემდეგი სტატიასაფრანგეთის მოქალაქე ეკონომიკის მინისტრისადმი მიწერილი ეროტიული წერილის გამო დააპატიმრეს