ტრამპმა აშშ-ს ყოფილ ლიდერებს “სულელები” უწოდა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო, რომ ვაშინგტონს აღარ ექნება ისეთი სავაჭრო პოლიტიკა, რომელიც სხვა ქვეყნებს წლების მანძილზე პრივილეგირებულ მდგომარეობაში აყენებდა – “ტვიტერზე” გამოაქვეყნა. “აშშ-ს სავაჭრო დეფიციტი ყოველწლიურად დაახლოებით 800 მილიარდი დოლარია ჩვენი ძალიან სულელური სავაჭრო შეთანხმებებისა და პოლიტიკის გამო. ჩვენი სამუშაო ადგილები და ფული სხვა ქვეყნებს მისცეს, რომლებიც წლების მანძილზე მოგებას ხედავდნენ ამისგან… ისინი იცინოდნენ ჩვენს სულელ ლიდერებზე. ასეთი რამ მეტი აღარ განმეორდება” – დაწერა ტრამპმა და დაამატა, რომ თუკი ევროკავშირი ამერიკულ კომპანიებს გადასახადს გაუძვირებს, აშშ ევროპულ მანქანებზე გადასახადს დააწესებს.

რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა საზღვარგარეთიდან აშშ-ში შესულ ალუმინსა და რკინაზე საბაჟო გადასახადი დააწესა. ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან-კლოდ იუნკერი აშშ-ს შესაბამისი ზომებით დაემუქრა.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთი გერმანიისგან ომის გამო კომპენსაციას მოითხოვს
შემდეგი სტატიაგერმანიაში “ისლამური სახელმწიფოს” 240-მდე ტერორისტი დაბრუნდა