ტრამპმა ასადის ოპოზიციისთვის იარაღის მიწოდებას ხელი მოაწერა

პენტაგონის განცხადებით, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიაში დემოკრატიული ძალების შეიარაღებული ფორმირებებისთვის იარაღის მიწოდებაზე ბრძანებას მოაწერა ხელი.


გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, იარაღის მიწოდება სირიელი ქურთების დემოკრატიული პარტიის (PYD) საბრძოლო შენაერთებისთვის ,,ისლამური სახელმწიფოს,, პოზიციების შესასუსტებლად მოხდება, რაზეც თუქრული მედია და ხელისუფლება შეშფოთებას გამოხატავს… რამე თუ თურქეთის ხელისუფლების მიერ PYD-ი, მათ მიერვე ტერორისტულ ორგანიზაციად შერაცხული ქურთების მუშათა პარტიის (PKK) მოკავშირედ და ტერორიზმში ხელშემწყობად არის მიჩნეული.
ოფიციალური ვაშინგტონი, PYD -ს სირიაში ყველაზე დემოკრატიულ ძალად მიიჩნევს და ქურთებისთვის იარაღის მიწოდებას, ასადის რეჟიმის პარალელურად ,,ისლამური სახელმწიფოს,, წინააღმდეგ მათი დაუღალავი ბრძოლითა და წარმატებული ოპერაციებით ამართლებს.

banner
წინა სტატიაშიტყიბულში დაღუპული მეშახტეების ცხედრებს, სავარაუდოდ, დილამდე ვერ ამოასვენებენ
შემდეგი სტატიაელისო კილაძემ “ქოცი წყაროები” ჩამოთვალა