13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

“ტრამპმა არც იცის, ვინ მიუყენეს ფოტოსთვის”- გეგელია კობახიძე-ტრამპის ფოტოზე

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ერთობლივი ფოტოს შეფასებისას განაცხადა:

“სამწამიანი ხელის ჩამორთმევა ფოტოსთვის არ შეიცავს არავითარ საუბარს. ჩვენ გვახსოვს გასულ წელს ყაველაშვილი იმავე ფორმატში ტრამპთან ერთად და ამას არ მოჰყოლია არავითარი გადატვირთვა ან დიალოგი ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის. შესაბამისად, ნებისმიერი „ქოცური“ მცდელობა და ძალისხმევა, რომ ეს წარმოაჩინონ გარკვეული ტიპის გადატვირთვად, არის უბრალოდ კომიკური, ძალიან სასაცილო. მე მინდა ყველას გავახსენო ყაველაშვილის ნათქვამი, რომ ტრამპი მას დაჰპირდა, რომ დაურეკავდა, ყაველაშვილი კი ზის და ელოდება, როდის დაურეკავს ტრამპი. ახლა მას შეუერთდება კობახიძე, რომელიც დაჯდება და დაელოდება, როდის შეეხმიანება მას ტრამპი, მაგრამ ეს მინდა გითხრათ, რომ არ მოხდება არასდროს, ვიდრე ამ რეჟიმს აქვს ეს პოლიტიკური კურსი, ეს ანტი ამერიკული, ანტიევროპული და ანტიქართული გეზი და სანამ ეს რეჟიმი არის აფილირებული რუსეთთან, ირანთან, ჩინეთთან და სხვა მსგავსი ტიპის ავტოკრატიებთან. შესაბამისად, სამწამიანი ფოტო, რომლის მსვლელობისასაც ტრამპმა ისიც კი არ იცის, ალბათ, რა გვარის არის ეს პირი, რომელიც მას მიუყენეს ფოტოსთვის, ასეთი ასობით არის იქ, არაფერს არ ნიშნავს”.

banner
წინა სტატიაშითბილისის წიგნის დღეები ბრუნდება – ღონისძიების გენერალური სპონსორია საქართველოს ბანკი
შემდეგი სტატიაირმა ინაშვილი: თუ სხვა პატიმრებიც ანალოგიურ მოპყრობაზე ისაუბრებენ, ამას კობახიძის მთავრობა „გადაყვება“