ტრამპმა ამერიკული რეტეილერი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისი ქალიშვილის პროდუქციაზე უარი თქვა

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკის მოდის რეტეილერი Nordstrom-ი გააკრიტიკა იმის გამო, რომ მისი ქალიშვილის, ივანკას სადიზაინერო მარკის ქვეშ გამოშვებული პროდუქციის შესყიდვაზე კონტრაქტი არ გააგრძელა – ამის შესახებ ამერიკელმა ლიდერმა “ტვიტერის” მიკრობლოგში დაწერა.
“Nordstrom-ი ისე არასამართლიანად მოექცა ჩემს ქალიშვილ ივანკას. ის დიდი ადამიანია – ის ყოველთვის სამართლიანად მოქცევისკენ მიბიძგებს! საშინელებაა!” – გამოქვეყნა ტრამპმა.
მოგვიანებით, თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმმადგენელმა, შონ საისერმა განმარტა, რომ ტრამპის განცხადება მის ბიზნეს ინტერესებს არ უკავშირდება და ის მოიქცა, როგორც მოყვარული მამა.

banner
წინა სტატიაშიანა დოლიძე ე.წ. მოსმენების შესახებ კანონპროექტზე: ვეტოზე, ან მოტივირებულ შენიშვნებზე ფიქრი დღეს ნაადრევია
შემდეგი სტატიააშშ-ს კონგრესში შეიტანეს კანონპროექტი, რომელიც რუსეთისათვის სანქციების მოხსნას გაართულებს