25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

ტრამპი:უკრაინაში მიმდინარე ომის მოგვარება „უფრო ახლოსაა, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია“

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის ომის მოგვარება ახლოვდება. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ტრამპმა ეს განცხადება რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან და მის უკრაინელ კოლეგასთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შაბათ-კვირას გამართული საუბრის შემდეგ გააკეთა.

სატელეფონო საუბრის შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პოზიცია კონფლიქტის მოგვარების საკითხში უცვლელი რჩება.

თუმცა, Financial Times-თან ინტერვიუში ზელენსკიმ განაცხადა, რომ მისი აზრით, აშშ-ის პრეზიდენტი კონფლიქტს ახლებურად უყურებს, უკრაინის ბოლოდროინდელი წარმატებების გათვალისწინებით.

„ვფიქრობ, რომ ეს ისეთი რამაა, რასაც გაცილებით ვუახლოვდებით, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. და პრეზიდენტ პუტინს სურს, რომ ეს დასრულდეს. ამას ძალიან მტკიცედ გეტყვით“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს

მისივე თქმით, პუტინთან „კარგი სატელეფონო საუბარი“ გამართა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი ბახუაშვილი სუს-ის უფროსის მოადგილის პოსტზე დაინიშნა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ქუთაისში, მეზობლის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალდება წარუდგინა