ტრამპისგან გაქცეულთა სია იზრდება-გორკა გადადგა

თეთრ სახლში აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, მისი მეგობრები რიგ-რიგობით ტოვებენ.
თეთრი სახლის ადმინისტრაცია, ბოლო 3 თვის მანძილზე პრეზიდენტ ტრამპის 5-მა უახლესმა მეგობარმა და საარჩევნო შტაბის წევრმა დატოვა, თუმცა ყველაზე ძვირი დანაკლისი, სულ რაღაც ერთი კვირის უკან თეთრი სახლიდან წასული მთავარი სტრატეგი სტივ ბენონი იყო. სტივ ბენონმა ,,გაცივება,, ვერ მოასწრო, რომ მას კვალდაკვალ მიყვა ტრამპის მრჩეველი ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებში – სებასტიან გორკა.
CNN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გორკა, რომელმაც ტრამპის პოზიციების გააფრთებული დაცვის და მედიასთან ჩხუბის გამო საკუთარ თავს ,,ტრამპის პიტბული,, შეარქვა, ჯერჯერობით დაუდგენელი მიზეზით, ტოვებს თეთრ სახლს და პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციას.

banner
წინა სტატიაშიმამუკა ხაზარაძე ხის ჭრაზე ხუთწლიან მორატორიუმს ითხოვს
შემდეგი სტატიასაშიში იარაღის დამზადებისთვის კომპანია სპონსორებს ეძებს (ვიდეო)