19.8 C
Tbilisi
ორშაბათი, აგვისტო 17, 2026
banner

ტრამპისა და ზელენსკის შეხვედრა 28 ივლისს შედგება

თეთრმა სახლმა აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპსა და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დაადასტურა.

როგორც REUTERS იუწყება, თეთრი სახლის წარმომადგენლის ცნობით, აშშ-სა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის შეხვედრა სამშაბათს, 28 ივლისს არის დაგეგმილი.

ასევე, წყაროს თქმით, უკრაინელი და ამერიკელი ოფიციალური პირები ჰაერში ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას განიხილავენ, რომლის წარდგენასაც რუსული მხარისთვის გეგმავენ.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ვოლოდიმირ ზელენსკი სენატორი ლინდსი გრემის დაკრძალვას დაესწრება.

banner
წინა სტატიაში“სჯობს ჩემს შვილებს ციხეში მჯდომი მამა ენატრებოდეთ…”- ირაკლი ნადირაძე საპროცესო შეთანხმებას არ თანხმდება
შემდეგი სტატია„ისეთი უბედურება დატრიალდა ჩემს სახლთან…“- კობა ფარტენაძე მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება