10.8 C
Tbilisi
სამშაბათი, აპრილი 14, 2026
banner

ტრამპისა და პუტინის შორის 2025 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა

აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტებს, დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შორის 2025 წლის დეკემბრის შემდეგ პირველი სატელეფონო საუბარი გაიმართა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვიმ.

მისი თქმით, საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა და ტრამპის ინიციატივით შედგა. მთავარი თემები ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომი და რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიზნით მიმდინარე მოლაპარაკებები იყო.

პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა აშშ-სთან უკრაინის საკითხზე მოლაპარაკებებში, კირილ დმიტრიევიმ, დაწერა, რომ „კონსტრუქციული საუბარი დაახლოებით ერთ საათს გაგრძელდა“ და რომ განხილული იყო უკრაინისა და ირანის კონფლიქტების შესაძლო გადაჭრის გზები.

უშაკოვის ინფორმაციით, პუტინმა ირანთან ომის სწრაფი პოლიტიკური და დიპლომატიური დასრულების შესახებ რამდენიმე იდეა გამოთქვა და ასევე „შეაქო“ აშშ-ისა და ტრამპის ძალისხმევა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების მიმართულებით. მისი თქმით, ტრამპმა „გამოთქვა ინტერესი უკრაინაში არსებული ვითარების სწრაფი მოგვარების მიმართ“.

უშაკოვის განცხადებით, ტრამპს ასევე უამბეს „რუსული ჯარების წარმატებული წინსვლის“ შესახებ, როგორც ფაქტორზე, რომელმაც უკრაინა მოლაპარაკებებისკენ უნდა უბიძგოს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძემ მოჯთაბა ხამენეის ირანის უმაღლეს ლიდერად არჩევა მიულოცა
შემდეგი სტატიატრამპი: ირანთან ომი „ფაქტობრივად დასრულებული“