აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელ Truth Social-ში ირანთან დაკავშირებით მორიგი სკანდალური და მრავალმნიშვნელოვანი პოსტი გამოაქვეყნა. ტრამპი აცხადებს, რომ „სერიოზული პროგრესია“ მოლაპარაკებებში, თუმცა ირანს ულტიმატუმს უყენებს.
ტრამპი ამტკიცებს, რომ აშშ მოლაპარაკებებს აწარმოებს ირანის „ახალ და უფრო გონიერ რეჟიმთან“ სამხედრო ოპერაციების დასრულების თაობაზე. (აღსანიშნავია, რომ ირანში ოფიციალური რეჟიმის ცვლილება არ მომხდარა, თუმცა ტრამპი ლიდერებზე დარტყმებს რეჟიმის ცვლილებად აფასებს).
აშშ-ს პრეზიდენტი მოითხოვს სრუტის დაუყოვნებლივ გახსნას ბიზნესისთვის.
თუ შეთანხმება მალე არ შედგება, ტრამპი პირობას დებს, რომ აშშ გაანადგურებს ირანის ყველა ელექტროსადგურს, ნავთობის ჭაბურღილებს, კუნძულ ხარგს და წყლის გამამტკნარებელ ქარხნებს. „ჩვენ მათ ჯერ შეგნებულად არ შევხებივართ“, — დასძენს ის.
ტრამპის თქმით, ეს იქნება პასუხი იმ „47-წლიან ტერორზე“, რომლის დროსაც ირანმა უამრავი ამერიკელი ჯარისკაცი იმსხვერპლა.
მიუხედავად „მშვიდობიანი მოლაპარაკებების“ რიტორიკისა, აშშ რეგიონში ათასობით ჯარისკაცის დისლოკაციას აგრძელებს და სახმელეთო ინტერვენციისთვის ემზადება.















