ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი დაკავებულია

ვაშინგტონის სასამართლომ დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ყოფილი ხელმძღვანელი პოლ მანაფორტი შინა პატიმრობის პირობების დარღვევის გამო დააკავა. მას ბრალი ედება მოწმეზე ზეწოლაში. მანაფორტი, რომელიც შიდა პატიმრობაში იყო, საიდუმლოდ ცდილობდა მის წინააღმდეგ საქმის ფიგურანტს დაკავშირებოდა, რომ ჩვენებებზე ზეგავლენა მოეხდინა. მოსამართლემ განაცხადა, რომ მანაფორტმა ნდობა, რომლის გამოც მას შიდა პატიმრობა მიუსაჯეს, ვერ გაამართლა.
გარდა ამისა, ტრამპის შტაბის ყოფილ ხელმძღვანელს ბრალი ფულის გათეთრებაში და არაკანონიერ ლობირებაში ედება – აღნიშნულ ბრალდებებზე მოსმენები სექტემბერში დაიწყება. სავარაუდოდ, ივლისში კი განიხილავენ გადასახადებისგან თავის არიდების ბრალდებას. მოსმენების დაწყებამდე პოლ მანაფორტი ციხეში დარჩება – “ბიბისი” წერს.

banner
წინა სტატიაშიზახაროვამ რუსოფობიის მაგალითად ტეტჩერის არარსებული ციტატა გაიხსენა
შემდეგი სტატიაქაშმირში ცნობილი ჟურნალისტი მოკლეს