ტრამპის წინააღმდეგ აშშ-ში ახალი ფრონტი იხსნება

ამერიკული მედიის ცნობით, ქვეყნის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ პროკურატურა ახალ საქმეს იწყებს.
Washington Post-ით გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკის ორი შტატის, მერილენდისა და კოლუმბიის, გენერალური პროკურორები აპირებენ სასამართლოს წარუდგინონ სარჩელი, რომლის მიხედვითაც დონალდ ტრამპი კონსტიტუციის ანტიკორუფციული მუხლების დარღვევაშია დადანაშაულებული.
საუბარია პრეზიდენტის ბიზნეს კომპანიების მიერ საზღვარგარეთული მთავრობებიდან მილიონობით დოლარის შემოსავლის მიღებაზე. პროკურორების განცხადებით, მათ აქვთ მტკიცებულება, რომ ტრამპს არ დაუტოვებია საკუთარი კომპანიების მართვა და ის რეგულარულად ღებულობს ანგარიშებს მათ ფინანსურ საქმიანობაზე.

ჩვენ აღვძარით საქმე იმის გამო, რომ ტრამპს საკუთარი ბიზნესის მართვისა და ბიზნესინტერესების განხორციელებისადმი თავი არ დაუნებებია და ამ მიმართულებით, კანონით გათვალისწინებულ ნაბიჯები არ გადაუდგამს,, აცხადებს გენპროკურორი კარლ რასინი.
გენპროკურორები ასევე აპირებენ პრეზიდენტის სასტუმროს, Trump International-ის საქმიანობის შესწავლას, რომელიც დონალდ ტრამპმა არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე თეთრ სახლთან ახლოს გახსნა და რომელშიც ბოლო დროს დიდი ხნით ჩერდებიან არაბული ქვეყნის ხელმძღვანელები და დიპლომატიური მისები, რომლებიც მათი აზრით ადრე სხვა სასტუმროების კლიენტები იყვნენ.გამოცემის ინფორმაციით, სასამართლოს მიერ სარჩელის მიღების დღიდან, აშშ-ს პრეზიდენტის წინააღმდეგ ,,მეორე ფრონტი,, გაიხსნება.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილის გუნდი ღიად უჭერს მხარს რუსეთი მხრიდან მცდელობას გააფართოვოს გავლენა საქართველოში
შემდეგი სტატია(video) ხობის მოსახლეობა ხელისუფლებისაგან დახმარებას ითხოვს