ტრამპის თქმით ის ყველა ყოფილ პრეზიდენტზე მეტს მუშაობს

თეთრი სახლის ხელმძღვანელმა კომენტარი გააკეთა ინფორმაციაზე, სადაც პრეზიდენტის მუშაობის თავისუფალ გრაფიკზე იყო საუბარი. დონალდ ტრამპმა თქვა, რომ ის ქვეყნის ისტორიაში ყველაზე შრომისმოყვანე პრეზიდენტია. “მედიაში ჩემი სამუშაო გრაფიკი მოხვდა. ეს ძალიან ადვილი იყო, მაგრამ ის პოზიტიურად უნდა შეფასებულიყო და არა ნეგატიურად” – ტრამპმა “ტვიტერში” დაწერა. “როცა საუბარია “თავისუფალ გრაფიკზე”, მე ჩვეულებრივ ვმუშაობ, კი არ ვისვენებ. სინამდვილეში, შესაძლებელია მე იმაზე მეტს ვმუშაობ, ვიდრე ნებისმიერი ყოფილი პრეზიდენტი” – დაამატა ტრამპმა.

banner
წინა სტატიაში,,იმედი მაქვს, რომ ეს არ იქნება გამოძიების ფორმალური დაწყება”
შემდეგი სტატია,,უვადოდ მოსამართლეთა არჩევის თაობაზე ცხრა დეპუტატის კანონპროექტმა სულ მცირე კონსტიტუციურობის ტესტი უნდა ჩააბაროს”