ტრამპის თქმით, აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ან ხვალ გაიმართება

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლების შეხვედრა დღეს ან ხვალ გაიმართება.

როგორც „სქაი ნიუსი“ წერს, აღნიშნული განცხადება ტრამპმა აშშ-სა და უკრაინის დელეგაციების საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ გააკეთა.

ამასთან, დონალდ ტრამპის თქმით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში მიიწვევს.

საუდის არაბეთში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციების ერთობლივი განცხადება გამოქვეყნდა, რომლის თანახმადაც, უკრაინა ცეცხლის 30-დღიანი შეწყვეტისთვის მზადაა, აშშ კი განაახლებს სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასა და უკრაინის სამხედრო დახმარებას. ამასთან, როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ განაცხადა, ახლა ამ შეთავაზებას რუსეთს წარუდგენენ და იმედოვნებს, რომ ისინიც დათანხმდებიან.

banner
წინა სტატიაშიდონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის თეთრ სახლში ისევ მიიწვევს
შემდეგი სტატიასტარმერმა აშშ-უკრაინის მოლაპარაკებებს “შესანიშნავი გარღვევა” უწოდა