ტრამპის თქმით, არ ფიქრობს, რომ უკრაინის მინერალებთან დაკავშირებით შეთანხმება დასრულებულია

პრეზიდენტ ტრამპის განცხადებით, ის არ მიიჩნევს, რომ უკრაინის იშვიათი მინერალებთან დაკავშირებული საინვესტიციო შეთანხმება დასრულებულია. მისი თქმით, ამის შესახებ ის სამშაბათ საღამოს, კონგრესში გამოსვლისას ისაუბრებს.

“არა, მე ასე არ ვფიქრობ [რომ უკრაინის მინერალებთან დაკავშირებით შეთანხმება დასრულებულია]. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის დიდი საქმეა” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტს ასევე კითხეს, თუ რას მოელის უკრაინის ლიდერისგან იმისთვის, რომ მოლაპარაკებები განაახლოს.

“უბრალოდ, ვფიქრობ, რომ ის უფრო მადლიერი უნდა იყოს, რადგან ეს ქვეყანა მათ გვერდში ედგა ჭირსა და ლხინში”. – აღნიშნა ტრამპმა თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც ჩიპების მწარმოებელი ტაივანური გიგანტისგან აშშ-ში 100 მილიარდი დოლარის ინვესტიცია დააანონსა

banner
წინა სტატიაშიტრამპი: ბუშის დროს რუსეთმა მიიღო საქართველო; ობამას დროს მიიღეს ყირიმი; ტრამპის დროს ვერაფერი მიიღეს; ბაიდენის დროს სცადეს მთელი უკრაინის მიღება
შემდეგი სტატიაგერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო – ქართველი ჟურნალისტი მზია ამაღლობელი ერთ თვეზე მეტხნიანი პატიმრობის შემდეგ სასამართლოს წინაშე წარდგება, ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული