აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის საკითხებში, კიტ კელოგმა, თანამოაზრეებს განუცხადა, რომ იანვარში ადმინისტრაციის დატოვებას გეგმავს – წერს Reuters 4 წყაროზე დაყრდნობით
„ეს თანამდებობა ტრამპის ადმინისტრაციაში უკრაინის მთავარი დამცველის დაკარგვას ნიშნავს. მისი წასვლა კიევში არასასურველი ამბავი იქნება. პენსიაზე გასულ გენერალ-ლეიტენანტს ევროპელი დიპლომატები, მათ შორის უკრაინელები, ფართოდ აღიქვამდნენ, როგორც თანამგრძნობ ადამიანს ადმინისტრაციაში, რომელიც მათ უსმენდა” -ნათქვამია სტატიაში


















