ტრამპის სიძე ელიტური ბილდერბერგის კლუბის სხდომაში მიიღებს მონაწილეობას

დონალდ ტრამპის უფროსი მრჩეველი და სიძე ჯარედ კუშნერი 1 ივნისს ელიტური ბილდერბერგის კლუბის ყოველწლიურ სხდომაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც მსოფლიოში ყველაზე გავლენიან ბანკირებს, ბიზნესმენებსა და პოლიტიკოსებს აერთიანებს. ამის შესახებ 31 მაისს ამერიკულმა მედიამ გაავრცელა. კუშნერის გვარი ფორუმის მონაწილეთა სიაშია. მიმდინარე წელს კონფერენცია 30 მაისიდან 2 ივნისამდე შვეიცარიის საკურორტო ქალაქ მონტრეში მიმდინარეობს. დაანონსებულ თემათა შორის არის მსოფლიო წესრიგის სტაბილურობა, ევროპის მომავალი, კლიმატის ცვლილების შესახებ საკითხები და სხვა.
გარდა ამისა, კლუბის წევრები ისაუბრებენ ეთიკურ პრობლემებზე, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს უკავშირდება, სოციალური ქსელების სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაზე, კოსმოსის მნიშვნელობაზე და კიბერსაფრთხეებთან ბრძოლაზე – “დოიჩე ველე” წერს.

კლუბის სხდომა 1954 წლიდან იმართება და მისი დანიშნულებაა აშშ-ევროპას შორის დიალოგის გამყარება. კლუბში განხილული თემებისა და აზრების გასაჯაროვება აკრძალულია.

banner
წინა სტატიაშიკიმ ჩენ ინმა ტრამპთან სამიტის ჩავარდნის შემდეგ ხუთი დიპლომატი სიკვდილით დასაჯა
შემდეგი სტატიამართვის მოწმობის მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი ორეტაპიანი ხდება