“ტრამპის შტატებიდან ივანიშვილის ოლიგარქების მიმართ მკვეთრ პოზიციას მალე ვიხილავთ” – ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა განაცხადა.
საუბარია ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.
დათუნაშვილის თქმით, ადმინისტრაციის ცვლილების მიუხედავად, ამერიკაში ქართველი ხალხის მხარდაჭერა და დემოკრატიის გადარჩენა კვლავ გრძელდება.
არაფერი არ შეცვლილა ადმინისტრაციის ცვლილებასთან ერთად. ისევ იგივე ადამიანები, დემოკრატების მხარეს და რესპუბლიკების მხარეს ჩართულნი არიან იგივე ემოციით და შემართებით ამ პროცესში, რასაც საქართველოს დემოკრატიის გადარჩენა შტატებში. მეგობარი აქტი ბევრ მხარდამჭერს ნახავს დამატებით და ამ მხარდამჭერთა შორის აღმასრულებელი რგოლიც იქნება შეერთებული შტატების ხელისუფლებაში. მალე ვიხილავთ იმას, რასაც ქვია მკვეთრი და მკაფიო პოზიცია ტრამპის შტატებიდან ივანიშვილის ოლიგარქების მიმართ”. – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.
ვაშინგტონში მომუშავე ჟურნალისტის, ალექს რაუფოღლუს ცნობით, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.