ტრამპის შტაბი ნიუ-გემპშირში ლიდერობაზე ავრცელებს ინფორმაციას

შტატ ნიუ-გემპშირის სამ დასახლებულ პუნქტში, სადაც ხმის მიცემა ადგილობრივი დროით შუაღამე დაიწყო, აშშ-ს პრეზიდენტობის რესპუბლიკელი კანდიდატი ლიდერობს – რამდენიმე წუთის წინ დონალდ ტრამპის შტაბმა “ტვიტერის” საკუთარ მიკრობლოგზე გამოაქვეყნა.
“იცხოვრე თავისუფალმა, ან მოკვდი! დონალდ ტრამპი ნიუ-გემპშირში ლიდერობს” – ნათქვამია განცხადებაში.

რესპუბლიკელმა 32 ხმა მიიღო, დემოკრატმა ჰილარი კლინტონმა კი 25 ხმა.
როგორც USA Today აღნიშნავს, შტატის კანონის მიხედვით, დასახლებულ პუნქტში, სადაც მოსახლეობა 100-ზე ნაკლებია, საარჩევნო უბნები შუაღამით იხსნება და იხურება მაშინ, როცა ყველა მსურველი კენჭს უყრის.

დღესვე გავრცელდა, რომ ჰილარი კლინტონმა 12 კაციან სოფელში უკვე გაიმარჯვა.

შეგახსენებთ, რომ კანდიდატმა მოსაგებად ამომრჩევლების ხმების უმეტესობა უნდა მოიპოვონ – ამერიკელები პრეზიდენტს პირდაპირი გზით არ ირჩევენ – ისინი ამომრჩევლებს აძლევენ ხმას. ამომრჩევლების კოლეგია 538 ადამიანისგან შედგება. კანდიდატმა გასამარჯვებლად 270 ხმა უნდა მოიპოვოს. ყველა შტატში, ნაბრასკისა და მენის გარდა, მოქმედებს წესი, რომლის თანახმადაც ამომრჩევლების ყველა ხმა გადადის იმაზე, ვინც კოლეგიაში ხმების უმეტესობა დააგროვა.

banner
წინა სტატიაშიზვიად ძიძიგური: ენმ ,,მიშისტებად” და ,,გიგისტებად” დაიყოფა
შემდეგი სტატიათენგიზ ფხალაძე: შავ ზღვაზე უსაფრთხოება საერთო ევროპული უსაფრთხოებისთვის უმნიშვნელოვანესი პირობაა