13.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ოქტომბერი 7, 2026
banner

ტრამპის შემობრუნებამ უკრაინისკენ, რესპუბლიკელები გააოცა – Axios

“ტრამპის გასაოცარმა შემობრუნებამ უკრაინასთან დაკავშირებით, რესპუბლიკელები გააოცა”, — წერს გამოცემა Axios
დონალდ ტრამპმა, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში თავს არიდებდა პირდაპირ რიტორიკას უკრაინის გამარჯვებაზე, განაცხადა, რომ სჯერა კიევის უნარის, დაიბრუნოს ყველა ის ტერიტორია, რომელიც რუსეთმა დროებით დაიპყრო.
ასეთი პოზიცია შესამჩნევად განსხვავდება მისი აქამდე ფრთხილი და ზოგჯერ სკეპტიკური ხაზისგან ომთან დაკავშირებით.
ტრამპის სიტყვებს მაშინვე გამოეხმაურნენ წამყვანი რესპუბლიკელი სენატორები, რომლებიც დიდი ხანია მოითხოვდნენ უკრაინის მხარდაჭერის გაძლიერებას, მიუხედავად იზოლაციონისტური MAGA ფრთის მზარდი გავლენისა.
კაპიტოლიუმში დიდი ხანია ელოდნენ სიგნალს, რომ წინ წასულიყვნენ რუსეთის წინააღმდეგ ახალი ორპარტიული სანქციების პაკეტის მიღებასთან მიმართებით.
მოსალოდნელი კანონპროექტი ითვალისწინებს:
➡️ მასშტაბურ ეკონომიკურ სანქციებს, თუ მოსკოვი უარს იტყვის უკრაინის ლიდერთან მოლაპარაკებაზე;
➡️ 500%-იან ტარიფს იმ ქვეყნებიდან საქონელზე, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ;
➡️ რუსეთის აღიარებას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ უკრაინელი ბავშვების მასობრივი გატაცებების გამო.
➡️ თუმცა, როგორც The Telegraph აღნიშნავს, არ ყოფილა მინიშნებები დამატებით დახმარებაზე ან იმაზე, რომ აშშ გეგმავს უფრო სერიოზულად დასაჯოს მოსკოვი. ერთადერთი, რაზეც ტრამპი პირობას დებს, არის იარაღის გაყიდვის გაგრძელება მოკავშირეებისთვის.
-ალფა სიხშირე, ოთო კონჯარია-
banner
წინა სტატიაშიუკრაინელებმა ბაშკირეთში უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
შემდეგი სტატიაზურაბ ჯაფარიძე – ყაველაშვილის ცირკში მონაწილე პარტიები გამოსვლას ჯონჯოლივით რომ ამატებთ, თითქოს პოლიტპატიმრების გათავისუფლებისთვისაც იბრძვით, იქნებ მიამატოთ – „ჯაფარას გარდა“, თორემ მგონია, სიტყვის მასალად მიყენებთ