აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადების გამო, ნავთობი და გაზი მკვეთრად გაძვირდა, რადგან ინვესტორებმა ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის სწრაფი დეესკალაციის შესახებ არსებული ოპტიმისტური მოლოდინები გვერდზე გადადეს.
სატელევიზიო მიმართვის ფონზე, Brent-ის მარკის ნავთობის ფასმა ბარელზე 109 დოლარს გადააჭარბა, რაც ვაჭრობის სესიის განმავლობაში თითქმის 8-პროცენტიან ზრდას შეადგენს. დაახლოებით 10%-ით არის გაძვირებული WTI, ხოლო გაზის შემთხვევაში, ზრდის მაჩვენებელი 7%-ს შეადგენს.
მოგეხსენებათ, თეთრი სახლის ლიდერმა თავის გამოსვლაში ირანის წინააღმდეგ მომავალ კვირებში შეტევების ინტენსივობის გაზრდის აუცილებლობაზე ისაუბრა. ამასთან, პრეზიდენტმა ჰორმუზის სრუტის გახსნის ზუსტი ვადები და დიპლომატიური მოლაპარაკებების პირობები არ დააკონკრეტა.
აღნიშნულმა გაურკვევლობამ ენერგომატარებლების მიწოდების ჯაჭვის ხანგრძლივ შეფერხებასთან დაკავშირებული რისკები კვლავ გაააქტიურა. ახლა უკვე ტრეიდერები ნავთობის დეფიციტისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ახალი ტალღის დაწყებას პროგნოზირებენ.















