ტრამპის ქალიშვილს თვითმფრინავში აგინეს

ამერიკული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ს ახლი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ქალიშვილს – ივანკა ტრამპს თვითმფრინავში შეურაცხყოფა მიაყენეს.
როგორც ამერიკული წყარო იტყობინება, ივანკა ტრამპი საკუთარ შვილებთან ერთად ავიაკომპანია JetBlue-ს თვითმფრინავით მიემგზავრებოდა, როდესაც თვითმფრინავის აფრენამდე სალონში შესულმა უცნობმა მამაკაცმა მას შეურაცხყოფა მიაყენა…
,,მამაშენი ამერიკას ანგრევს და შენ არ გაქვს უფლება სხვა ამერიკელებთან ერთად მგზავრობდე… უყვიროდა უცნობი მამაკაცი ტრამპის ქალიშვილს და უწმაწური სიტყვებით ამკობდა… თვითმხილველების განცხადებით, ივანკა ცდილობდა დაეწყნარებინა საკუთარი შვილები და პასუხი არ გაუცია აგრესიული მამაკაცისთვის… თუმცა მამაკაცს პასუხი გასცეს თვითმფრინავის ბორტგამცილებლებმა, რომლებმაც ბორტზე ყოფნის წესების დარღვევის მოტივით, თვითმფრინავიდან ჩამოსვეს აგრესიული მამაკაცი.

banner
წინა სტატიაშიალეპო უკანასკნელმა ბოევიკმა დატოვა
შემდეგი სტატიარატომ ვერ ასაფლავებენ მშობლები რუსი ელჩის მკვლელ მერთ ალტინთაშს?