ტრამპის პრეს-მდივანი რესტორნიდან გააძევეს

თეთრი სახლის პრეს-მდივანი სარა სანდერსი დონალდ ტრამპთან მუშაობის გამო აშშ-ში ერთ-ერთი რესტორნიდან გააძევეს. შემთხვევა ვირჯინიის შტატში, ქალაქ ლეკსინგტონში პარასკევ საღამოს მოხდა.

Red Hen-ის მფლობელმა სტეფანი უილკინსონმა სანდერსს და მის ოჯახს რესტორნის დატოვება სთხოვა – მან ამდაგვარად ტრამპის ადმინისტრაციისადმი უკმაყოფილება გამოხატა.
“მისი მოქმედება მასზე უფრო ლაპარაკობს, ვიდრე ჩემზე” – სანდერსმა შემთხვევის კომენტარი “ტვიტერში” დაწერა. სტეფანი უილკინსონი დარწმუნებულია, რომ სანდერსი “არაადამიანურ და არაეთიკურ” ადმინისტრაციაში მუშაობს – ინფორმაციას “ბიბისი” ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიკანონს, რომლის საფუძველზეც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხორციელდება, ვადა 2019 წლის 1-ელ იანვრამდე უგრძელდება
შემდეგი სტატიასაუდელმა ქალებმა მანქანის ტარების უფლება ოფიციალურად მიიღეს