ტრამპის პრეს-მდივანი კბილებში ჩარჩენილი სადილის ნარჩენის გამო სასაცილოდ აიგდეს

სოციალური ქსელის მომხმარებლებმა თეთრი სახლის პრეს-მდივანი შონ სპაისერი სასაცილოდ აიგდეს მას შემდეგ, რაც ის ჟურნალისტებს კბილებში ჩარჩენილი საჭმლის ნარჩენით შეხვდა. როგორც Mashable აღნიშნავს, ბრიფინგი, ტრადიციულად სადილის შემდეგ ტარდება.
სპეისერი ჟურნალისტებს გუშინ, 27 მარტს შეხვდა. გამოსვლა ტელევიზიით აჩვენეს. ყურადღებიანმა მაყურებლებმა შეატყვეს, რომ მას კბილებს შორის რაღაც მწვანე ფერის ჰქონდა, რომლის შემდეგაც სხვა რამეზე ორიენტირება მათ ვერ მიახერხეს.

მათ შორის, ვინც სპაისერს გამოეხმაურა, მსახიობი ჯიმ ქერიც არის. “შონ სპაისერის კბილებში ლპობის პროცესში არსებული საჭმელი ყურადღებას მიფანტავს და თეთრი სახლის თანამედროვე დეზინფორმაციის აღქმას რთულს ხდის” – დაწერა მსახიობმა – “ტვიტერის” საკუთარ მიკრო ბლოგზე.

banner
წინა სტატიაშიტერორისტ კარლოს შაკალს საფრანგეთში მესამედ მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა
შემდეგი სტატიასიცილიაში ვულკანმა ეტნამ გაიღვიძა (ვიდეო)