ტრამპის ოფისი რუსეთთან ფარულ თანამშრომლობაში ეჭვმიტანილ კარტერ პეიჯს გაემიჯნა

14445325_1792525814365751_1471816827_nკარტერ პეიჯი, რომელთან დაკავშირებითაც აშშ-ს სპეცსამსახურები გამოძიებას მისი რუსული კონტაქტების გამო აწარმოებენ, აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბში არ მუშაობს, – ამის შესახებ ტრამპის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა „სი-ენ-ენ“-ის ეთერში განაცხადა.
ორი დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ აშშ-ის უშიშროების თანამშრომლები ცდილობენ, გაარკვიონ, აშშ-ის პრეზიდნეტობის კანდიდატის, დონალდ ტრამპის მრჩეველი განიხილავდა თუ არა კრემლთან, ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემთხევვაში, ეკონომიკური სანქციების მოხსნის შესაძლებლობას.
Yahoo-ს რამდენმე წყაროს თქმით, ტრამპის თანაშემწის, კარტერ პეიჯის მოღვაწეობა, რომელსაც რუსეთში საკუთარი ბიზნესინტერესები აქვს, კონგრესის წევრების განხილვის საგანი იყო, რუსეთის მიერ ამერიკულ არჩევნებზე შესაძლო ზემოქმედებაზე საუბრისას.
როგორც Yahoo-ს წყაროები აღნიშნავენ, ზოგიერთები „საოცრად გაოცებულები“ დარჩნენ, როცა პეიჯის მოსკოვთან კონტაქტების შესახებ გაიგეს. მათი აზრით, „მსგავსი უკუკავშირი“ აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხის ქვეშ აყენებს. წყაროები ამბობენ, რომ დაზვერვა პეიჯის რუსულ მაღალჩინოსნებთან მოლაპარაკებებს საგულდაგულოდ სწავლობს.

banner
წინა სტატიაშიპუტინის ცოლის ბებია სკანდალში ეხვევა
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” წარმომადგენლები ენგურის ხიდზე იმყოფებოდნენ