ტრამპის მრჩეველმა სიძემ, პალესტინაში მისია ჩააგდო

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მრჩეველმა ჯარედ კუშნერმა, რომელიც იმავე დროს პრეზიდენტის სიძეა, პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასთან მოლაპარაკებების დროს ხისტი და ისრაელის მხარდამჭერი პოზიცია დააფიქსირა, რის გამოც პალესტინის ლიდერი მაჰმუდ აბასი და მთელი პალესტინა გაანაწყენა, აცხადებს ებრაული ,,ჰაარეცი,, პალესტინელ მაღალი რანგის ჩინოვნიკზე დაყრდნობით.
,,იმის ნაცვლად, რომ კუშნერი ყოფილიყო ნეიტრალური არბიტრი და პრობლემების მიმართ ნათელი პოზიცია დაეფიქსირებინა, ის გვესაუბრა როგორც ნეთანიახუს (ისრაელის პრეზიდენტი) მრჩეველი. ჩვენ გვეგონა, რომ კუშნერი ჩვენთან პრობლემებით სასაუბროდ მოვიდა,მაგრამ ჩვენ მისგან ვერც ებრაულ დასახლებებზე და ვერც სხვა პრობლემაზე აშშ-ს პოზიცია ვერ მოვისმინეთ,,- განაცხადა პალესტინელმა ჩინოვნიკმა. თავის მხრივ ,,ალ-ჰაიატთან საუბრისას, ჯარედ კუშნერმა აღიარა, რომ დაძაბული საუბარი ჰქონდა მაჰმუდ აბასთან, თუმცა ამ დაძაბულობის მიზეზად კუშნერმა აბასის უარი დაასახელა, იერუსალიმის ტერაქტის დაგმობასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიტრამპმა მუსლიმების პატივსაცემი ტრადიცია დაარღვია
შემდეგი სტატიაშსს პოლიციელის ცემის ფაქტი გახსნა-რა მოხდა 23 ივნისს კუკიაზე