ტრამპის მრჩეველმა მადონას დაკავების მოწოდება გააკეთა

მადონა უნდა დააპატიმრონ იმის გამო, რაც გუშინ თქვა, რომ დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ მას “თეთრი სახლის აფეთქება” უნდოდა – ასეთი განცხადება გააკეთა რესპუბლიკელი პრეზიდენტის მრჩეველმა , კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ყოფილმა სპიკერმა ნიუტ გინგრიჩმა Fox News-ის ეთერში გააკეთა.
“ეს მემარცხენა ფაშიზმია. ის (მადონა -რედ) – ამის ნაწილია და ვფიქრობ, მზად უნდა ვიყოთ იმისთის, რომ თავი დავიცვათ… მადონა უნდა დააპატიმრონ” – თქვა გინგრიჩმა.

23 იანვარს მადონამ განმარტა, რომ მისი სიტყვები, რომელიც მან ქალების საპროტესტო მარშზე გამოსვლისას თქვა და სადაც ის ტრამპის წინააღმდეგ სიტყვით გამოვიდა, კონტექსტიდან იყო ამოგლეჯილი. “მე არ ვარ სასტიკი ადამიანი და ძალადობის პროპაგანდას არ ვახდენ… ჩემი გამოსვლა იწყებოდა სიტყვებით “მე მინდა სიყვარულის რევოლუცია დავიწყო”. ჩემი სიტყვები მეტაფორული იყო” – თქვა მადონამ.

banner
წინა სტატიაშიანჯელინა ჯოლი Guerlain-ის ახალ არომატს წარმოადგენს
შემდეგი სტატიაქართველი სამხედროს მხარდასაჭერ აქციას “ენმ” დღეს შსს-თან გამართავს