ტრამპის მომხრეები გამოძიების ფედერალური ბიუროს ექს-დირექტორის დისკრედიტაციას ცდილობენ

აშშ-ს პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მომხრეებმა ონლაინ-კამპანია დაიწყეს გამოძიების ფედერალური ბიუროს ყოფილი ხელმძღვანელის ჯეიმს კომის დისკრედიტაციის მიზნით – კომმა ამერიკის პრეზიდენტზე წიგნი დაწერა, რომელიც უკვე მომდევნო კვირას გავა ქსელში. თვლიან, რომ წიგნში ტრამპი, რომელმაც კომი გასულ წელს თანამდებობიდან გაანთავისუფლა, არ იქნება სახარბიელოდ დახასიათებული. რესპუბლიკელებმა ჩაუშვეს ვებ-გვერდი, სადაც ყოფილ დირექტორს “მატყუარა კომი” უწოდეს. ჯეიმს კომი თავის წიგნში ტრამპს “მაფიის ბოსს” ადარებს – დღეს წიგნიდან ამონარიდები Washington Post-მა გაავრცელა.
კვირას, 15 აპრილს ტელეკომპანია ABC News-ზე კომთან ინტერვიუ გავა ეთერში, საიდანაც, წიგნის პრომო-ტური დაიწყება.

კომი წერს, რომ ტრამპმა მას სთხოვა გამოეძიებინა ბრალდება, რომელიც მოსკოვში 2013 წელს ტრამპის და რუსი მეძავების კავშირს ეხებოდა და დაედასტურებინა, რომ ეს სიცრუეა, რადგანაც, ამის გამო მელანია ინერვიულებდა.
კომი, ასევე წერს, რომ მას არასდროს უნახავს დონალდ ტრამპი გაღიმებული, რაც, მისი აზრით, იმის ნიშანია, რომ ტრამპი სანდო არ არის, ასევე, პრეზიდენტმა არ იცის საგანგებო სიტუაციაში მოქმედების წესები და ვერ აღიქვამს მისი მისამართით გამოთქმულ იუმორს – კომი წერს თავის წიგნში.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონის ხელმძღვანელი მოწოდებას აკეთებს სირიის დაბომბვაზე ნაადრევი გადაწყვეტილება არ მიიღონ
შემდეგი სტატიასერგეი სკრიპალს ხუთი წლის განმავლობაში უთვალთვალებდნენ