ტრამპის მიერ უზენაეს მოსამართლედ წამოყენებულ კავანოს სექსუალურ ძალადობაში სდებენ ბრალს 

მოსამართლე კავანო, რომელიც პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უზენაეს მოსამართლედ წარადგინა, სექსუალურ ძალადობაშია ბრალდებული – ამის შესახებ ინფორმაცია The Washington Post-მა გაავრცელა .

მათიე ინფრომაციით, 1980 წლების დასაწყისში, ზაფხულში ფორდი მერილენდის შტატში ერთ-ერთ სახლში საღამოზე მოხვდა, სადაც იყო, ასევე, კავანო. ქალის თქმით, მთვრალმა კავანომ და მისმა, ასევე, მთვრალმა მეგობარმა ის ერთ-ერთ ოთახში შეაგდეს, შემდეგ კავანო ცდილობდა ფორდისთვის ტანსაცმლის გახდას. ფორდმა შეძლო მთვრალებისგან თავის დაცვა და სახლის დატოვება.
2018 წლის ივნისში ფორდმა ინციდენტი აღწერა წერილში და ის კალიფორნიის შტატის დემოკრატ სენატორ დაიენ ფაინსტაინს გაუგზავნა. სენატორმა საქმის ვითარება გააცნო გამოძიების ფედერალურ ბიუროს, რომელმაც წერილი თეთრ სახლში
გააგზავნა .
მანამდე ამ ფაქტთან დაკავშირებით, ჟურნალმა The New Yorker  წერილი გამოაქვეყნა ისე, რომ მას ფორდის სახლი და გვარი არ მიუთითებია. მეორე დღეს კავანო განცხადებით გამოვიდა, სადაც “კატეგორიულად და არაორაზროვნად” უარყო ბრალდება.

“მე ეს არ ჩამიდენია არც სკოლაში და არც სხვაგან” – განაცხადა მოსამართლემ. იმავე დღეს რესპუბლიკელმა სენატრომა ჩარლზ გრასლიმ 65 ქალის წერილი გამოაქვეყნა, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ისინი კავანოს 35 წელზე მეტი ხანია იცნობენ და იციან, რომ ის ქალებს პატივისცემით და პატიოსნად ექცევა.

დემოკრატიული პარტიის წევრებმა მოწოდება გააკეთეს სიტუაციის გარკვევამდე კავანოს კანდიდატურის განხილვა შეაჩერონ.

აღსანიშნავია, რომდონალდ ტრამპმა კავანოს კანდიდატურის წამოყენებისას განაცხადა, რომ ქვეყანაში  “ამ პოზიციაზე უფრო მეტად კვალიფიციური პირი არ არსებობს, და არ არსებობს მასზე ღირსეულიც”.

banner
წინა სტატიაშიპროფილაქტიკისთვის დღეში ერთი ცალი ასპირინის მიღებას მეცნიერები არ გირჩევენ
შემდეგი სტატიათამარ ჩხეიძე: სალომემ დღეს ატეხილი სკანდალის ფონზე ოცნების დაწერილი “შპარგალკა” წაიკითხა